Wednesday, September 27, 2017

ისტ-ის გამოყენება სასწაბლო პროცესში

ტრენინგის პირველი დღე საორგანიზაციო საკითხებს დაეთმო. მოხდა მონაწილეთა გაცნობა, ტრენერმა წარმოგვიდგინა ტრენინგის მიზანი, მუშაობის ფორმები, სამუშაო წესები; გაგვაცნო ის შედეგები რომლისთვისაც უნდა მიგვეღწია.მომდევნო დღეებშიგავეცანით და შევისწავლეთგაკვეთილის დაგეგმვა. საინტერესო იყო ისტის გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში.შემდეგში შევისწავლეთსასწავლო პრეზენტაციის მომზადება MS POWERPOINT-ში.
  გავიგეთ პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხები. გავეცანით ვირტუალურ ლაბორატორიას, რომელიც ახდენს რეალური მოვლენების იმიტაციას კომპიუტერის საშუალებით. იგი ხელს უწყობს მომხმარებელს აღიქვას და შეისწავლოს მოვლენა რეალურ გარემოში დაკვირვების გარეშე.
   ასევე გავეცანით ელექტრონულ თამაშებს , რომლებიც თანამედროვე ინფორმაციული სამყაროს განუყოფელი ნაწილია.
  გავეცანით შეფასების ფორმებს, როგორც მიმდინარე ისე შემაჯამებელი, განმავითარებელსა და განმსაზღვრელს. შევისწავლეთ გაკვეთილის დაგეგმვა, შევადგინეთპროექტები, ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და სხვა.
  ჩემი აზრით ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო და ასევე აუცილებელი ყველა მონაწილისათვის. ძალიან დიდი მადლობა ტრენერს საინტერესოდ წარმართული მუშაობისათვის. ვიმუშავეთთვითშეფასების რუბრიკაზე და ავტვირთეთ ბლოგზე.